Tuesday, October 28, 2014
Monday, October 27, 2014
დღე მეხუთე
მეხუთე დღე დავიწყეთ მასწავლებლების პრეზენტაციებისა და ბუკლეტების განხილვით, მოვიძიე ჩემი პროექტის შესაბამისი ვიდეო ინტერნეტის( www. youtube.com) საშუალებით ,შემდეგ გადმოვიწერე ვიდეო ( ამისათვის ვიდეოს დაბლა მოვიძიე embed კოდი, დავაკოპირე და შემდეგ ჩავსვი ბლოგში ( ჯერ HTML) და კოდი ჩავსვი, ჩაჯდა ვიდეოც. ასევე DRIVE ველში შევქმენი კითხვარი სხვადასხვა ტიპის პასუხების გამოყენებით. შევარჩიე სტრატეგიები პროექტებზე დაფუძნებულ და მოსწავლეზე ორიენტირებულ საკლასო გარემოსტან მოსწავლეების ადაპტირების ხელშესაწყობად, გავაკეთს სწავლების პროცედურების მონახაზი, ვცადეთ მოსწავლეთა ნამუშევრების შეფასება. ვიმსჯელეთ სეფასების პროცესში მოსწავლეების ჩართვასთან დაკავშირებული პოტენციურ სირთულეებზე. და მათი დაძლევის გზებზე.გავაკეთეთ გამოყენებული სეფასების ფორმების ანალიზი და სეფასება, გავეცანით მოსწავლეების შეფასების ფორმებს, შემდეგ გადავხედეთ მოსწავლეებისთვის შექმნილი პროექტის ნიმუშს და შევიტანეთ ცვლილებები. ბოლოს განვაახლეთ პროექტის გეგმის შაბლონი.
Thursday, October 23, 2014
დღე მეოთხე
დღეს სამუშაო კიდევ უფრო საინტერესო გახდა, შევქმენი ბროშურა, ვისწავლე ,სად მოვიძიო ბროშურის სახეები, როგორ განვათავსო ზედ ინფორმაცია. გავუზიარეთ იდეები ერთმანეთს, დავასრულეთ ბუკლეტი, გავაკეთეთ მოსწავლეებისთვის პრეზენტაცია და კიდევ გადავხედეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს. გავეცანით ერთმანეთის პრეზენტაციებს, გეგმა კიდევ შევავსეთ, შევაფასეთ მოსწავლეთა საჭიროებები, გავუზიარეთ იდეები ერთმანეთს, ვიმსჯელეთ ბუნდოვან საკითხებზე,პროექტზე დაფუძნებული სწავლებით სტანდარტით შედეგების მიღწევაზე. გავეცანით საავტორო უფლებების კანონმდებლობას. ინტერნეტრესურსების გამოყენებისას აუცილებლად უნდა მივუთითოთ ვებმისამართი, შეგვიძლია გამოვიყენოთ ონლაინთანამშრომლობითი ვებსაიტები. გავაკეთე ამ დღის რეფლექსიაც, შევასწორე შეცდომები ჩემს ბუკლეტში.
Tuesday, October 21, 2014
დღე მესამე
დღეს შევარჩიე ბლოგის დიზაინი,გამოვიყენე ბლოგის ინსტრუმენტები მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე და მათ მნიშველობებს გავეცანი. ჯგუფში ოთხმა პედაგოგმა ვიმუშავეთ პროექტზე: ,,ქართული მუსიკალური დიალექტები",გავეცანი და ვისწავლე ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების დასმა,ჩვენს ჯგუფურ პროექტშიც ჩამოვწერეთ
ზოგადი კითხვები:
რა დანიშნულება აქვს ქართულ ფოლკლორს პროფესიულ მუსიკასთან მიმართებაში? თემატური კითხვები;
რა ტიპის კომუნიკაციები არსებობს?
შინაარსობრივი კითხვები:რას ნიშნავს ფოლკლორი?
არსებობს კი მუსიკალური დიალექტი?
რომელი კუთხისთვის არის დამახასიათებელი გუდასტვირი?
როგორ გამოვიცნოთ მუსიკალური დიალექტი?
რატომ არის მუსიკალური ბგერა მნიშვნელოვანი?
ზოგადი კითხვები:
რა დანიშნულება აქვს ქართულ ფოლკლორს პროფესიულ მუსიკასთან მიმართებაში? თემატური კითხვები;
რა ტიპის კომუნიკაციები არსებობს?
შინაარსობრივი კითხვები:რას ნიშნავს ფოლკლორი?
არსებობს კი მუსიკალური დიალექტი?
რომელი კუთხისთვის არის დამახასიათებელი გუდასტვირი?
როგორ გამოვიცნოთ მუსიკალური დიალექტი?
რატომ არის მუსიკალური ბგერა მნიშვნელოვანი?
შემდეგ ჯგუფში ვიმსჯელეთ, რომელი კითხვა იყო სწორად დასმული და რომელი არასწორად,ტრენერმა კიდევ ერთხელ აგვიხსნა, რა განსხვავება უნდა იყოს თემატურსადა შინაარსობრივ კითხვებს შორის. ამ დღეს შევიმუშავეთ სტანდარტები ჩვენი პროექტისთვის. ასევე ჩამოვაყალიბე სასწავლო ამოცანები, კიდევ ერთხელ ჩამოვაყალიბე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები,მოვიკვლიე შეფასების ეფექტური სტრატეგიები,შევქმენი დროში გაწერილივ შეფასების გეგმის მონახაზი,მოსწავლეთა საჭიროებების გამოვლენისთვის შევადგინე შეფასების ფორმა, შევასწორე პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია და ბუკლეტის ფორმა. ტრენინგი ძალიან ნაყოფიერი და უამრავი ახალი ინფორმაციის მომცემია. ტრენერი უმაღლესი პასუხისმგებლობით ეკიდება ყველა საკითხს.
Thursday, October 16, 2014
დღე მეორე
ინტელის მეორე გაკვეთილზე შევქმენი ახალი ბლოგი,,ფუნქცია-ადამიანის სიმაღლე და იდეალური წონა.''გავიხსენე ბლოგის შექმნასა და შეცვლასთან დაკავშირებული საკითხები. ასევე პროექტის შესაქმნელად საჭირო საკითხები. განვიხილეთ კურსის თითოეული მოდულის მთავარი აქცენტები და
მოსალოდნელი შედეგები. შევიმუშავე სტანდარტები ჩემი პროექტისთვის, ჩამოვაყალიბე სასწავლო ამოცანები, გავეცანი , როგორ შევქმნა მიმართულების მიმცემი საკვანძო კკითხვები, თუმცა ამ საკითხში ცოტა ბუნდოვნად გავერკიე ანუ ეჭვი მეპარება, სწორია თუ არა თემატური, ზოგადი ან შინაარსობრივი კითხვები, ალბათ პრაქტიკა მიჩვენებს. გავაკეთე დროში გაწერილი შეფასების გეგმა. ვცადე პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციის შექმნა. ბოლოს გავაკეთე რეფლექსია ბლოგზე. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიმდინარეობს.
დღე პირველი
ინტელის პირველ გაკვეთილზე გავიცანი ტრენერი ბატონი გიორგი არავიაშვილი. შევქმენი პორტფოლიოს საქაღალდე, მასში შევიტანე პორტფოლიოს კომპონენტები და ა.შ. განვიხილეთ სხვა პროექტები, მათი მიზნები და შედეგები. გადავხედე ჩემი პროექტის შესაბამის 21 საუკუნის უნარ-ჩვევებს, ზოგადად ჩამოვაყალიბე საპროექტო იდეები. გავაკეთე ამ დღის რეფლექსია. პირადად ჩემთვის ეს ტრენინგი ძალიან საინტერესო იყო. იმედი მაქვს, ტრენინგი ძალიან დანეხმარება სერტიფიცირებული მასწავლებლიდან მკვლევარი მასწავლებლისკენ მიმავალ რთულ გზაზე და გამიმარტივებს ამ გზას. მჯერა, რომ ჩემი მოსწავლეებიც ერთხელ მაინც გააკეთებენ სრულყოფილ პროექტს. ვნახოთ.
Subscribe to:
Posts (Atom)