დღეს ტრენინგის ბოლო დღეა, ყველაფერი მშვენივრად მიმდინარეობდა.გულიც მწყდება, რომ დასარულს მივუახლოვდით. პრეზენტაციებიც მშვენიერი გამოვიდა.მადლობა გიორგის ტრენინგის ჩატარებისთვის.ხვალიდან ვეცდები ,პროექტი დავიწყო. მჯერა, რომ კარგად გამოვა.
Thursday, November 6, 2014
Wednesday, November 5, 2014
დღე მერვე
დღეს განვიხილეთ მე-6 და მე-7 მოდულები,დიფერენცირებული სწავლება და ტექნოლოგიური ცხრილები. შეფასების გეგმაში დავასრულეთ მოსწავლეთა დიფერენცირებული სწავლების გრაფების შევსება, განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების სტრატეგიები,გავეცანით მოსწავლეთა დამოუკიდებელი მუშაობის ხელშემწყობი შეფასების ფორმების შექმნას,მოსწავლეთათვის დამატებითი დამხმარე მასალების შექმნასა და პროექტის გეგმის შეცვლას სხვადასხვა სტილის/დონის მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით.გავაკეთე თვითშეფასება,თუ რამდენად წარმატებით შევქმენი მოსწავლეზე ორიენტირებული საკლასო გარემო.
მე-7 მოდულში გავეცანი,რა სახის ფასილიტაცია შეიძლება გამოიყენოს მასწავლებელმა ტექნოლოგიების გამოყენებით
გავიხსენეთ კითხვის დასმის სტრატეგიები მაღალი დონის სააზროვნო უნარების ხელშესაწყობად, შევქმენი დამხმარე მასალები,განვაახლე პროექტის გეგმა, გავიხსენე განხორციელების სტრატეგიები,გავეცანით დოკუმენტების შექმნას მენეჯმენტისთვის. გავაკეთე
რეფლექსია ჩემს ბლოგზე და ყველა ჩემი ნაშრომი ჩავყარე დესკტოპზე პირველივე გაკვეთილზე შექმნილ ჩემი რესურსების საქაღალდეში.შევსებული პორტფოლიო განვათავსე drive-ზე.
Tuesday, November 4, 2014
დღე მეშვიდე
მოვისმინეთ ჩვენი ტრნინგის მონაწილე პედაგოგების მიერ შექმნილი პრეზენტა-ციები, განვიხილეთ ისინი და ვიმსჯელეთ, როგორ იქნებოდა უკეთესი. მივეცით შენიშვნები დa ჩვენც გავითვალისწინეთ. ვისწავლეთ დრაივზე სხვადასხვა მასალის ატვირთვა და სეფასების სხვადასხვა მეთოდის შემუშავება.ვისწავლე ბლოგზე გვერდების სექმნა ( პირადად მე ბუნდოვნად) ,ასევე მოსწავლის სლაიდი დავხვეწეთ. ვიმუშავეთ ბლოგში. ჯობდა 30 ოქტომბერს ის 2 საათიც არ გამეცდინა სასამართლოზე მოწმის სტატუსით რომ არ გამოვეძახე, თუმცა ბოლო 2 საათი მაინც ნაყოფიერი იყო, მაგრამ დარჩა სიცარიელები.
Sunday, November 2, 2014
მეექვსე დღე
განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების სტრატეგიები, ვიმუშავეთ მოსწავლეთა დამოუკიდებელი მუშაობისთვის ხელშემწყობი ფორმების შექმნაზე, ვიმსჯელეთ ასევე მათთვის დამატებითი დამხმარე მასალების შექმნაზე, შევცვალეთ პროექტის გეგმა სხვადსხვა დონის მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით და გავაკეთე თვითშეფასება, შევარჩიეთ კითხვები მაღალი დონის სააზროვნო უნარების ხელშესაწყობად. განვიხილეთ განხორციელების სტრეტეგიები, შევქმენით დოკუმენტები მენეჯმენტისთვის, შევაფასეთ საგაკვეთილო გეგმა და კვლავ განვაახლეთ შეფასების შედეგების მიხედვით. ასევე ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი მუშაობით.
Subscribe to:
Posts (Atom)